logo
ENG



მარნეულის მცხოვრები: წყალი კვირაში ორჯერ მოდის და მაღაზიაში პროდუქტი არ გვაქვს 

26 მარ 202011:12
3 წუთის საკითხავი
 

მარნეულის სოფლების მოსახლეობა, საკვების დეფიციტზე საუბრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სასურსათო მაღაზიებში პროდუქტები არ აქვთ.

მათთვის პრობლემაა წყალიც რომელიც, სოფელს გრაფიკით მიეწოდება. სოფლებში მცხოვრებლები ფიქრობენ, რომ ისინი შესაძლოა საარსებო მინიმუმის გარეშე დარჩნენ, რადგან სამსახურებში სიარულს ვერ ახერხებენ.

„სოფელში ბევრი პრობლემები გვაქვს. არის წყლის და პროდუქტის პრობლემა. მაღაზიაში პროდუქტი არ გვაქვს წყალი კი კვირაში ორჯერ მოდის. ყველას ვთხოვ საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების ჯანმრთელობისათვის დარჩნენ სახლში“, - აცხადებს მარნეულის მცხოვრები.


close დახურვა